Monday, October 27, 2008

Tuesday, October 21, 2008

30-ე სკოლის მეორე გუნდი

კაცმა პირადი ღირსებით უნდა დაამშვენოს თავისი სახელი. სახელი ადამიანს უნდა ამშვენებდეს და ადამიანი სახელს. როცა ადამიანი ხალხის სიყვარულს მოიპოვებს მისი სახელი სწრაფად ვრცელდება.

ანა

მე ვარ ანა ნოდია. 30-ე საჯარო სკოლის მე-3 კლასისი მოსწავლე. ჩემი სახელი ძველი ებრაული წარმოშობისაა. ქართულად ასე ითარგმნება: „მადლიანი“, „სანდომიანი“, „საამო“. მისი მოფერებითი ფორმებია: „ანო“, „ანანო“, „ანიკო“, „ანუკა“.
ეს სახელი დედამ შემარქვა, მას შემდეგ, რაც მას „ანა კარენინას დღიური“ წაუკითხავს და ძალზე მოსწონებია. დედა ფიქრობს რომ აუცილებელი არ არის გავრცელებული წესის მიხედვით, ბავშვს უთუოდ რომელიმე წინაპრის სახელი დაერქვას.
ჩემი სახელი ჰქვია გამოჩენილ პოეტს „ანა კალანდაძეს“, რომლის ლექსებიც ძალიან მიყვარს.


ალექსანდრე


მე ვარ ალექსანდრე დავითაშვილი - თბილისის 30-ე საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე. ჩემი სახელი ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს: მხნეს, მამაცს, ხალხის მცველს. მე 5 დეკემბერს დავიბადე, 6 ოქტომბერს ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეა, ამიტომ დამარქვეს ეს სახელი. ჩემი სახელი ბევრ გამოჩენილ ადამიანს ერქვა: ალექსანდრე მაკედონელი, ალექსანდრე ყაზბეგი, მეფე ალექსანდრე I დიდი, ალექსანდრე დიუმა, ალექსანდრე პუშკინი და სხვა. მე სახლში მოფერებით „სანდროს“ მეძახიან.



გიორგი

მე ვარ გიორგი ლებანიძე. ქართულად გიორგი, ინგლისურად „ჯორჯი“. მუცლად ჩავისახე გიორგობის თვეში და ამიტომ ამ წმინდანის სახელი დამარქვეს. ჩემი სახელი ბევრ ცნობილ ადამიანს ერქვა და ჰქვია მაგ: გიორგი სააკაძე, გიორგი ბრწყინვალე, გიორგი თარგამაძე. სახლში მოფერებით მე „გიოს“ მეძახიან.


გიორგი

საკუთარ სახელებს სხვადასხვა წარმოშობა აქვთ. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, შედეგად მოჰყვა წმინდანების სახელების დარქმევა. მე გიორგი კვინიკაძე ვარ, მეც ერთ-ერთი წმინდანის სახელს ვატარებ ჩვენში მას თეთრ გიორგისაც ვუწოდებთ.
ჩემი სახელი ინგლისურ ენაზე ასე წარმოითქმის: „ჯორჯ“. ამერიკის პრეზიდენტიც სწორედ ამ სახელს ატარებს.
სახელი გიორგი მამამ დამარქვა, ჩემი გარდაცვლილი პაპის პატივსაცემად. ჩვენ ორივე ერთსა და იმავე სახელსა და გვარს ვატარებთ მოფერებით პაპას გიგლას ეძახდნენ მე კი გიგის.
მეამაყება რომ ვატარებ სახელს, რომელსაც საქართველოში მეფეები ატარებდნენ. საქართველოს უკანასკნელი მეფეც გიორგი XII იყო.


მიხეილი

მე მიხეილ მამადაშვილი ვარ. წარმოშობით ქვემო ქართლიდან ვარ. ჩემი სახელი რელიგიურად მიქაელია. ნათლობის სახელი მეც მიქაელი მქვია. ეს სახელი მშობლებმა დამარქვეს ჩემი დიდი პაპის საპატივცემულოდ. მე მიყვარს ჩემი მოსახელე მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი და ჩვენი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მოფერებით „მიშას“ მეძახიან.


ეკატერინე

ეს მე გახლავართ ეკატერინე კაკალაშვილი. ჩემი სახელი ბერძნული წარმოშობისაა და „სუფთა“ „უბიწოს“ ნიშნავს. ეკატერინე ალექსანდრიელი ქალწულის დიდმოწამის სახელია იგი ორსულთა დამხმარე და მფარველი იყო. ამ სახელს ატარებდა: ქართველი მწერალი ეკატერინე გაბაშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძის უმშვენიერესი ასული ეკატერინე ჭავჭავაძე, რუსეთის მეფე ეკატერინე II დღეს კი საქართველოს ორ მინისტრს ჰქვია ეკატერინე. მე კი ჩემი საყვარელი მამიდის საპატივცემულოდ მქვია. მომწონს ჩემი სახელი და მიხარია რომ ეკა მქვია.


ელისაბედი

ელისაბედი _ (ძველი ებრაული) _ „ღვთის მოფიცარი“ (სიტყვასიტყვით „ღმერთს ვფიცავ, „ღმერთია ფიცი ჩემი“) მოფერებითი ფორმა ლიზი, ლიზა, ლიზიკო.

გამოჩენილი ადამიანები

ელისაბედ (ელისაბეთ) I ტიუდორი - ინგლისის დედოფალი 1558 წლიდან. ტიუდორთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი
ელისაბედ (ელისაბეთ) II - დიდი ბრიტანეთის დედოფალი უინძორის დინასტიისა. ტახტზე ავიდა 1952 წელს, მამის, ჯორჯ VI-ის სიკვდილის შემდეგ.
ელისაბედ პეტრეს ასული - რუსეთის იმპერატორი 1741 წლის 25 ნოემბრიდან, პეტრე I-ისა და ეკატერინე I-ის ასული.